ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, თუ რა პირობებში უწევთ უხანელ ექიმებს ვირუსის ეპიცენტრში მუშაობა.

ცოტა ხნის წინ კი სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჩინელ ექიმებს ასახავს.

ამ ვიდეოში ჩანს, რომ უხანში წასვლამდე ისინი თმებს იპარსავენ, რათა კორონავირუსს უკეთ ებრძოლონ.

საქმე ის არის, რომ თმის მოცილება პათოგენების გავრცელების საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს, ამ გზით სპეციალური კოსტიუმის მორგება კი გაცილებით მარტივი და კომფორტულია.

უახლესი ინფორმაციით დაიღუპა ათასზე მეტი, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხი 43 ათასს აღწევს.