ლევადა-ცენტის კვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობის მაჩვენებელი 35 პროცენტამდე დაეცა. როგორც გამოცემა ვედომოსტი წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევ გუდკოვის თქმით, პუტინის რეიტინგის დაცემა "რუსი მოსახლეობის გაღიზიანებითა და პრეზიდენტისგან დაღლილობით" აიხსნება.

ამავე კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 67-70 პროცენტი აფასებს. გუდკოვი კი განმარტავს, რომ ნდობა ძირითადად სოციალურ სფეროებს ეხება, ხოლო დადებითი შეფასება საგარეო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვეთრად გაიზარდა ნდობა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა (13-დან 19 პროცენტამდე) და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის (14-დან 17 პროცენტამდე) მიმართ. ლევადა-ცენტრმა კვლევაში პირველად შეიყვანა რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხაილ მაშუსტინი — მას ნდობას მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი უცხადებს.

იმათი რაოდენობა, ვინც არავის არ ენდობა და პასუხის გაცემა უჭირს 39 პროცენტს შეადგენს.