ავტომობილი უამრავ ადამიანში საიმედოობის განცდას იწვევს და გასაჭირიდან თავის დახსნის პირდაპირი თუ ირიბი შესაძლებლობაც არის. ამიტომ, ის ჩვენგანაც იმსახურებს ზრუნვასა და მოფრთხილებას, მაშინაც კი, როცა სასაცილო, უცნაურ თუ წარმოუდგენელ სიტუაციაში ამოყოფს თავს.

1. როცა უცნობი თაყვანისმცემელი გადაწყვეტს, რომ ვალენტინობაზე მანქანა გაგილამაზოს

არადა როგორ გეჩქარებოდა...

2. როცა "ფეხი წაგიცდა" და მანქანა არც ისე უსაფრთხო მდგომარეობაში დატოვე

და შუაღამისას ოფლში გაწურული იღვიძებ, გახსენდება, რომ ფანჯარა მგონი ღია დატოვე და თავს იმშვიდებ. დილით კი აღმოჩნდება, რომ კოშმარები ხდება.

3. როცა ქარიშხალი სწორედ იმ ხეს აქცევს, რომელიც შენს მანქანასთან ახლოს დგას

როგორც ჩანს შენ და ხეს ერთნაირი გემოვნება გაქვთ.

4. როცა შენი მანქანა წარსულში მოგზაურობს და ქართულ ფილმ რეკორდში ხვდება

გაუფრთხილდი ავტომობილს, რომელსაც უკან მომავალში მოგზაურობის უნარები აქვს.

5. როცა საძოვრად გამოსული ხარი გადაწყვეტს, რომ ბრაზი რატომღაც შენს მანქანაზე უნდა იყაროს

იქნებ ასე გამოხატავს სიყვარულს?

6. როცა წინ მიმავალი სატვირთოდან გადმოყრილი ქვები შენი მანქანისკენ მოქრიან

და გზაზე უეცრად ტეტრისის თამაშს იწყებ...

7. როცა ყინულზე მოსრიალდება და ფიგურული სრიალის შემდეგ კრახს განიცდის

ჩემპიონის სხვა თვისებები ექნება.

8. როცა ქურდი გადაწყვეტს, რომ შენი მანქანა ყველაზე მარტივი გასატეხია

გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.

9. როცა სწორედ შენი მანქანის თავზე უნდება მეზობლის ქოთნის ყვავილს თვითმკვლელობა

...ან უბრალოდ სიმაღლის შიშის დაძლევა.

10. როცა მეზობლის ბავშვი სწორედ შენს მანქანას ამოიღებს მიზანში

რას იზამ, ასეც ხდება...

როგორც უკვე მიხვდი, იმისთვის რომ შენი ავტომობილი მსგავს უცნაურ შემთხვევებისგან მარტივად იხსნა, დაზღვევა დაგჭირდება. ალდაგის ულტრა დაზღვევა ავტოდაზღვევის სრულიად გაუმჯობესებული და განახლებული ვერსიაა. რისკებში დამატებით შედის ისეთი სიტუაციები, როგორიცაა ლუქის/შუშების ჩაწეულ სიტუაციაში დატოვება, გარეგანი დაზიანება, არასწორი პარკინგისას ევაკუატორით ან ბუქსირით გადაყვანა, გასაღების სხვისთვის გადაცემა და სარეგისტრაციო საბუთის ავტომობილში ჩატოვება.