ევროსასამართოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამბობს, რომ გიგი უგულავას დაქმეში ევროკონვენციის მუხლების დარღვევებია. მთავარ არხთან ინტერვიუში წოწორია ამბობს, რომ თავისი მასშტაბით ეს დარღვევები "უპრეცენდენტოა".

"სიმართლე გითხრათ, ერთ საქმეში ამდენი პოტენციური დარღვევა ძალიან ძნელად წარმომიდგენია. გვაქვს საქმეები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, სადაც ხდებოდა სისხლის სამართლის გამოყენება უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ ასეთი თავყრილობა ბევრი სხვადასხვა დარღვევის, რასაც პოტენციურად ვხედავ გიგი უგულავას საქმეში, პრეცენდენტი ნაკლებად მახსენდება. ამ შემთხვევაში ძალიან მიჭირს ვთქვა, რომ მართლმსაჯულება რამენაირი ფორმით განხორციელდა. ერთ-ერთი პირველი [დარღვევა], რაც მე მახსენდება, ესაა მე-18 მუხლი, რომელიც სწორედ უფლებების შეზღუდვის აკრძალვას ითვალისწინებს, კონვენციით გაუთვალისწინებელი მიზნებისთვის", — ამბობს ნონა წოწორია.