საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდზე ზვავში მოყოლილი მეორე ტურისტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა.

შემთხვევა თეთნულდზე 10 თებერვალს მოხდა. ზვავმა ჩეხეთისა და უკრაინის ტურისტები მოიყოლა. მაშველებმა ჩეხი ტურისტის გადარჩენა შემთხვევის დღესვე შეძლეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით,12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.