Glovo Cares გლოვოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. კამპანიის ფარგლებში გლოვოს თანამშრომლები, რომლებიც აპლიკაციის ტექნიკურ გამართულობაზე, მომხმარებელთა მხარდაჭერაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე, მარკეტინგულ პროექტებზე და სხვა მრავალ საკითხზე მუშაობენ, თავისუფალ დროს კურიერის ამპლუას ირგებენ. შემოსული თანხა კი მთლიანად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას ხმარდება.

წელს Glovo Cares-ის ფარგლებში გლოვო "ჩართეს" პარტნიორი და მხარდამჭერი გახდა.

"ჩართე" საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ერთ ლარად, პროექტში ჩართვის და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის კომპიუტერისა ან ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადისა დაფინანსების საშუალებას აძლევს. "ჩართეს" მიზანს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დონის განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

დღეისათვის 900-მდე ადამიანისა და რამდენიმე კომპანიის შემოწირულობის მეშვეობით 450-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული, ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა კონფლიქტისპირა სოფლები და დევნილთა დასახლებები.

Glovo Cares-ის საშუალებით აფხაზეთთან მდებარე კონფლიქტისპირა სოფლების კიდევ 15 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტზე, საგანმანათლებლო რესურსებსა თუ "ჩართეს" ტექნოლოგიურ-საგანმანათლებლო ბაზაზე აქვს წვდომა!

გლოვოს დაფინანსებით აღნიშნულ 15 მოსწავლეს ასევე ჩაუტარდება ტრენინგი მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში.

Glovo Cares საერთაშორისო პროექტია, რომელსაც გლოვო 25-ზე მეტ იმ ქვეყანაში ახორციელებს, სადაც თავად ოპერირებს. პროექტის მიზანი, გარდა სოციალური პასუხისმგებლობისა, თანამშრომლების მიერ პარტნიორი კურიერების გამოწვევების დანახვა, გათავისება, მომსახურების ხარისხის მართვა და მომხმარებლებზე ზრუნვაა.