სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოსკარების 2020 წლის დაჯილდოება და ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 24 ნომინაციაში გამოავლინა.

წლევანდელ ფავორიტ სურათებს შორის უპირობო ლიდერი სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი პარაზიტი გახდა, რომელმაც ერთდროულად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

მათ შორის ის საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა და ამით პირველი სამხრეთ კორეული კინოსურათი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი ამავდროულად წლის საუკეთესო ფილმადაც დასახელდა და ოსკარების 92-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც მთავარ ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა.

პარაზიტმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, ხოლო ბონგ ჯუნ ჰო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

გამარჯვებულების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.