ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმის საქმიანობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

"დიდი საგანმანათლებლო მოძრაობა გრძელდება — ისევ ახალქალქის მიმართულება, რომელმაც ნამდვილ ჯავახურ ამინდზე დაგვიწვია — მინუს 20 გრადუსი, თოვლით და ქარით შეკმაზული. სულ 12 სოფელი მოვიარეთ, ამჯერად კი სამ სკოლაში, ბურნაშეთის და ბარალეთის (ქართული და სომხური) სოფლის სკოლებში მოვაწყვეთ მცირე ბიბლიოთეკები".

საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმის ავტორი და ინიციატორია გიორგი კეკელიძე. მოძრაობის მიზანია საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლება. ეკვილიბრიუმის მხარდამჭერია კომპანია გალფი.