მეტროში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. დაკვამლიანების გამო აღნიშნული ხაზი ერთ საათზე მეტხანს გაჩერებული იყო.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, მატარებლის მოძრაობის დროს დაზიანდა ე.წ. ხის შპალი, რომელზეც რელსებია განთავსებული. იყო მცირედი დაკვამლიანება.

კომპანიის განმარტებით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, რის გამოც საბურთალოს ხაზზე სადგურები დაიკეტა.

ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.