ბოლო ერთ დღეში ძლიერი ქარის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში საქართველოდან 64 შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნას ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო — 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 2, იმერეთში — 2, გურიაში — 1, შიდა ქართლში — 4, ქვემო ქართლში — 3, აჭარაში — 2, მცხეთა-მთიანეთში — 1 შეტყობინება დაფიქსირდა.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.