ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მარტისთვის ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საოჯახო ტექნიკას ყოველ წელს გასცემენ ხოლმე. პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ გასულ წელს მათ ქალებს აეროგრილი გადასცეს.

"ვინაიდან ქალბატონებზეა საუბარი, არჩევანი საოჯახო ტექნიკაზე შეჩერდა", — ამბობენ მერიაში.

მათი თქმით, წელს 20 ქალზეა საუბარი და მათ ორგანიზაციები შეარჩევენ და წარადგენენ. მერიაში ამბობენ, რომ შერჩევის კრიტერიუმი, შეიძლება, იყოს "გამორჩეულობა" ან "განსხვავებულობა".

2020 წლისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 980 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა ლაივპრესმა გაავრცელა.