13 ათასი ლარი Check in Georgia-ს ნახევარსაათიანი პრეზენტაციისთვის
პროექტ Check in Georgia-ს პრეზენტაცია, რომელიც ვარდების მოედანზე, ახლადაშენებულ გართობისა და დასვენების ცენტრში 7 აპრილს გაიმართა, 13 182 ლარი დაჯდა. საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-მ კულტურის სამინისტროდან მიიღო.
როგორც კულტურის სამინისტროდან On.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ღონისძიებისთვის, რომელიც 1 საათსაც არ გაგრძელებულა, სპეციალურად დააგეს პოდიუმი, რბილი იატაკი, ასევე, დაამზადეს ბანერების ჩამოსაკიდი ლითონის კონსტრუქციები და ხის მაგიდა. აღნიშნულის მონტაჟისა და შემდგომ დემონტაჟისთვის მუშებს გადაუხადეს 960 ლარი, ტრანსპორტირებას დასჭირდა 450 ლარი, გენერატორის იჯარა - 1 160 ლარი, ლედ მონიტორის იჯარა - 2 800 ლარი. ამ და სხვა ხარჯებმა ჯამში 13 ათას ლარს გადააჭარბა.
ჩვენ დავუკავშირდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროს ქეთი ებანოიძეს, რომელსაც ვკითხეთ, რატომ არ გაიმართა აღნიშნული პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროს რომელიმე საკონფერენციო დარბაზში. აღნიშნულზე ქეთი ებანოიძემ გვიპასუხა:
“რომ არ ყოფილიყო ასოცირებული მხოლოდ ერთ უწყებასთან და რომ დაფიქსირებულიყო როგორც მთავრობის ინიციატივა და არა მხოლოდ კულტურის სამინისტროსი. ეს არ არის მხოლოდ კულტურის სამინისტროს პროექტი და არ მოიცავს მხოლოდ კულტურას. ამ პროექტში რამდენიმე უწყებაა ჩართული, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, გადაწყდა, რომ პრეზენტაცია გაკეთებულიყო ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ეს ადგილი ამიტომაც შეირჩა”.
On.ge-მ ქეთი ებანოიძეს ასევე ჰკითხა, სამინისტრომ რატომ გადაწყვიტა დაუსრულებელ, სარემონტო შენობაში ამ პრესკონფერენციის ჩატარება და რატომ არ შეირჩა ისეთი ადგილი, სადაც უფრო ხელსაყრელი გარემო იქნებოდა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი შენობის შერჩევისას ვიზუალმა იმოქმედა:
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, საშუალოდ რა ღირს თბილისის სასტუმროებში 100 კაცზე გათვლილი ეკრანიანი საკონფერენციო სივრცის დაქირავება. 1 საათით მსგავსი საკონფერენციო დარბაზის დაქირავება თბილისი მარიოტში 600 ლარი, ხოლო ქორთიარდ მარიოტში 500 ლარი ჯდება. რაც შეეხება რადისონ ბლუ ივერიას, აქ ანალოგიური დარბაზის ქირავნობის ღირებულება დაახლოებით 1 500 ლარია, სასტურმო რუმსში - 900 ლარი, თუმცა ფასები ღონისძიების თარიღის ცვლილებასთან და დამატებით სერვისთან ერთად იცვლება. აღნიშნულ თანხებს ემატება დღგ-ს გადასახადი.
პროექტი Check in Georgia სამთავრობო პროექტია, რომლისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის რობი უილიამსის, Maroon 5-ის, ხოსე კარერასის, ეროს რამაზოტისა და სხვების კონცერტები.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები