Creative Touch კრეათონის ფორმატში დაუვიწყარ მოგზაურობაში იწვევს გრაფიკულ დიზაინერებს, ფილმის მწარმოებლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, UX/UI დიზაინერებს, VR/AR დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებს, კონტენტის შემქმნელებს და მარკეტერებს. ყაზბეგის რუმსი 3 დღის მანძილზე გარდაიქმნება შემოქმედების ზღაპრულ გარემოდ, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ პროექტებზე, ისწავლონ და გააზიარონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და ისრიალონ მსოფლიო დონის პროფესიონალებთან და დიზაინისა და კინო ინდუსტრიის საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად.

27-29 თებერვალს, ყაზბეგის რუმსში, კავკასიის მთების ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას საქართველოში, Touch ექსპერიმენტულ ღონისძიებას გეგმავს — კრეათონსა და კონფერენციას.

ღონისძიების პროცესში, მოწვეული სპიკერები და დამსწრეები 3 დღის განმავლობაში ერთად იმუშავებენ განსაკუთრებულ შემოქმედებით პროექტზე, როგორიცაა დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფოტო პროექტები, ანიმაციური ფილმი, ილუსტრაცია, UI გადაწყვეტილებები და პერფორმანსები. ღონისძიების დასასრულს იქნება კრეათონის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.

"ჩვენ გვინდა, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთად მოვუყაროთ თავი სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს — გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ და პროდუქტ მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, შინაარსის შემქმნელებს — რათა ერთობლივად შეიმუშავონ ახალი იდეები", — ამბობს Touch-ის დამფუძნებელი ბექა ქვარცხავა.

ღონისძიება ჩატარდება ჯგუფური მუშაობის, კონფერენციისა და სხვადასხვა აქტივობის ფორმატში.

ძირითადი გამოსვლები და სემინარები/სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ისეთი კომპანიების მომხსენებლებთან, როგორიცაა DreamWorks Animation, Wargaming, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room, Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვა.

ღონისძიებაზე ასევე აჩვენებენ ქართველი რეჟისორების რჩეულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, მოეწყობა ინფორმატიული დისკუსია ხელოვნებასა და დიზაინის ტრენდებზე ცნობილ არტისტებთან ერთად (Arts&Chats), გაიმართება ნეთვორქინგ წვეულებები, მონაწილეები დაათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს და ისრიალებენ.

დამსწრეები TOUCH-ისგან ისწავლიან, როგორ გაიზარდონ სწრაფად და მიაღწიონ ახალ მწვერვალებს კარიერაში. ისწავლიან, როგორ გააფართოვონ შემოქმედებითი ბიზნესი,
შეიძენენ ლიდერობის თვისებებს მოწვეული პროფესორებისგან, იპოვიან ახალ პარტნიორებს, შექმნიან სამუშაო გუნდს, შეიძენენ მომხმარებელს და იპოვიან ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი გუნდისთვის

ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ. ადგილები შეზღუდულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ 80 ბილეთი.