ამ ბაბუინმა მეფე ლომიდან ცნობილი კადრი გააცოცხლა
1994 წელს გამოსული მეფე ლომი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს.
შესაბამისად, ყველას ახსოვს ის ცნობილი სცენა, როცა რაფიკი შეკრებილ ცხოველებს პატარა სიმბას წარუდგენს.
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზუსტად მსგავსი რამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკში განმეორდა.
ეს მოვლენა პარკის თანამშრომელმა, კურტ შულცმა აღბეჭდა კამერაზე: მამალმა ბაბუინმა ლომის ბოკვერი ხეზე აიყვანა. შულცის განცხადებით, ბაბუინი ბოკვერს შვილივით ექცეოდა.
"მამრი ბაბუინები თავის ნაშიერებს ხშირად ლოკავენ და ასე წმენდენ მათ ბეწვს. თუმცა ამ შემთხვევაში ლომის ბოკვერს ის ისე უვლიდა, როგორც დედალი ბაბუინი მოექცეოდა თავის შვილებს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ბოკვერს ცხელი ამინდის გამო გაუწყლოების ნიშნები ემჩნეოდა და სავარაუდოდ, ხეზე იმიტომ აიყვანა, რომ ფოთლების ჩრდილში მზის მცხუნვარებისგან დაეცვა.
მართალია, მეფე ლომში რაფიკი სიმბას მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა ბუნებაში ძირითადად ასე არ ხდება: ბაბუინები ხშირად კლავენ ლომის ბოკვერებს.
თავდაპირველად კურტ შულცსაც ეგონა, რომ ამ ბაბუინსაც დედისგან დროებით უყურადღებოდ დატოვებული ბოკვერის მოკვლა სურდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა: ბაბუინს არა თუ ბოკვერის მოკვლა, მისი დაზიანებაც კი არ უცდია.
პარკის თანამშრომლები გაოცებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მამრი ბაბუინი დედა მაიმუნისთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ბოკვერის მიმართ.
"20 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი რამ არასდროს მინახავს" — განაცხადა კურტ შულცმა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა პარკმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები