7 თებერვლას, გვიან ღამით თბილისში, პეკინის გამზირზე მაღაზია რედბერი გაძარცვეს. კომპანიის ინფორმაციით, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და ვიტრინებიდან ძვირადღირებული სამკაულები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.