როგორც უკვე ვიცით, მალე ეკრანებზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო ფილმების სერიის, The Matrix-ის ახალი ნაწილი გამოვა.

ფილმის შესახებ ბევრი რამ ტრადიციულად გასაიდუმლოებულია, თუმცა ფანებმა მაინც მოახერხეს, რომ გადასაღებ მოედანზე ცალი თვალით შეეჭყიტათ.

ამჟამად ფილმის გადაღებები სან-ფრანცისკოში მიმდინარეობს, საიდანაც რამდენიმე ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

გავრცელებული კადრებიდან ფანების ყურდღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ კიანუ რივზი ნეოს როლში უჩვეულოდ გამოიყურება: მას სრულიად ჩვეულებრივად აცვია!

კიანუ რივზის ხილვა თვალს ყოველთვის უხარია, თუმცა, იმედია, ნეოსთვის მანამდე დამახასიათებელი სამოსითაც ვიხილავთ მომავალ ფილმში.

The Matrix-ის მეოთხე ნაწილს რეჟისორი ლანა ვაჩოვსკი იღებს და მასში კიანუ რივზთან ერთად კერი ენ მოსისა და ჯადა პინკეტ სმიტსაც ვიხილავთ.

ფილმის პრემიერა 2021 წელს შედგება.