ვალენტინობის დღე ახლოვდება და ალბათ ყველაზე ნაკლებად ყოფილ შეყვარებულზე ფიქრი გინდა. თუმცა, ამერიკელებს გაუმართლათ და თამამად შეუძლიათ, ამ ერთხელ გამონაკლისი დაუშვან და ძველი მოგონებების ყუთი გადმოალაგონ.

ბურგერ კინგის აქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებები უფასო ბურგერში გაცვალონ.

14 თებერვალს ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, სან-ფრანცისკოს და ბოსტონის რესტორნებს Birds of Prey-ის თემატური ლანჩბოქსი ექნებათ. ფილმი ბეტმენის ერთ-ერთი გმირის, ჰარლი ქუინის შესახებაა და მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს.

მომხმარებლებმა ყოფილების ფოტოები ყუთში უნდა მოათავსონ და საჩუქრად უფასო ვუპერს მიიღებენ.

2020 წელი ინტერნეტის ეპოქაა, თუმცა, დიდი ალბათობით ყოფილის ფოტო სადმე მაინც ექნებათ შენახული, თუმცა, ვინც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ფოტოებზე დიდად არ გიჟდება, შეუძლიათ ძველი წერილები ან ნაჩუქარი სათამაშოები მიიტანონ (როგორც იქნა, ყოფილების ნაჩუქარ ნივთებს რაღაც დანიშნულება გამოუჩნდა!).

ასე რომ, 14 თებერვალს მარტო შეხვედრასაც აქვს გარკვეული უპირატესობები. მაგალითად, ცუდ შეყვარებულს კარგი უფასო ბურგერი ნამდვილად ჯობია.