აშშ-ში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ აშშ-დან მთავრობის მიმართ კრიტიკული წერილები მმართველი გუნდისთვის არის ახალი შესაძლებლობა, რომ მეგობრებს სამომავლო გეგმები გაუზიარონ. ამის შესახებ თალაკვაძემ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონგრესში საქართველოს მიმართ დიდი ნდობა და ოპტიმიზმი არსებობს.

"სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა კონგრესში. ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე აშშ-ისთვის რეგიონში. რა თქმა უნდა, ამას მომავალშიც არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არის მაღალი ინტერესი", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში შტატებიდან ხელისუფლებამ რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღოს. წერილებში კრიტიკის მიზეზად ბოლოდროინდელ მოვლენები სახელდებოდა, რომლებმაც აშშ-სთან საერთო ღირებულებების არსებობაზე კითხვები გააჩინა.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: