შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტყოფის მონასტრის კელიაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, წარსულში, ასევე, მკვლელობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 5 თებერვალს, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარტყოფის მონასტერში მოკლული კაცი გუშინ, 5 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი სასულიერო პირი არ არის. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მკვლელობა ეპარქიაში შეფარებულმა პირმა ჩაიდინა და მონასტრიდან გაიქცა.