ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვილის განცხადებით, მან მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. ჯერჯერობით დიაგნოზი უცნობია. მისი თქმით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. იგი მომხდარს ყოველდღიურ სასამართლო პროცესებს უკავშირებს.
"მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენდირებები უდევს გულში და დღეში 4 ნემსს უკეთებს ინსულინისას, ყოველდღე ატარებენ სასამართლოში საათობით. პრეცენდენტი არ არსებობს, რომ ყოველდღე ატარებდნენ 70 წლის კაცს პროცესებზე. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობით... დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა", — თქვა ვატო წერეთელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციას პირდაპირ ეთერში.
დღეს, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე არევაძე თიბისის საქმეს მთელი დღის განმავლობაში განივილავდა. ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია ავთანდილ წერეთელი. წინა სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლე არევაძე "მიკერძოებულობაში" დაადანაშაულა. მათი თქმით, მოსამართლე საქმეს "ფორსირებულად განიხილავს", რადგან ახლოვდება არჩევნები.
27 აგვისტოს ფულის გათეთრების ხელშეწყობის საქმეში ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. ავთანდილ წერეთელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო ოჯახი მცირე შემოსავალს TV პირველიდან იღებს.
TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები