ცხენი საუკუნეების განმავლობაში ადამიანის შეუცვლელი მეგზური იყო და ასეა დღესაც. ის გვეხმარება სოფლის მეურნეობაში და გადაადგილებაში. ზოგს ცხენი უბრალოდ საჯირითოდ და განსატვირთად დაჰყავს აღმა-დაღმა, ზოგი კი სპორტის სხვადასხვა სახეობაში აწრთობს.

ამ დიდებულ ცხოველთან თუ ჯერ არანაირი შეხება არ გქონიათ, ჩამოგითვლით 10 მიზეზს, რატომ უნდა დაუმეგობრდეთ ცხენებს:

1. ცხენებთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა

პირველ რიგში გეტყვით, რომ ცხენებთან ურთიერთობა ეფექტიანი თერაპიაა სტრესის დასამარცხებლად. მათი სილამაზე, დახვეწილი სიარულის მანერა და სისწრაფე განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს.

2. გონიერი და ერთგულია

ცხენები რომ საკმაოდ გონიერი და ერთგული ცხოველები არიან ბოლო დროს გახმაურებულმა შემთხვევამაც დაგვარწმუნა, როცა კალიფორნიის ხანძრის დროს მამრი ცხენი სხვა ცხენების გადასარჩენად ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრში მიბრუნდა.

3. ფიზიკური დატვირთვისთვის ცხენზე ჯირითი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

თუ გინდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყოს, გეტყვით, რომ ცხენზე ჯირითი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რითაც შეიძლება დღის განმავლობაში დაკავდეთ.

მსგავსი ფიზიკური დატვირთვისას პროცესში სხეულის თითქმის ყველა კუნთია ჩართული.

4. გვამხიარულებენ

ისინი საკმაოდ სახალისოებიც არიან — არსებობს ცხენების გამორჩეულად ლამაზი და მეგობრული სახეობა, რომლებსაც არც მეტი, არც ნაკლები ულვაშები ამშვენებთ და ამით სხვა ცხენების გულსაც მარტივად იგებენ და ადამიანებისაც.

5. გამოწვევებს არასდროს უშინდებიან

ფოტო: giphy

ცხენები არასდროს უშინდებიან გამოწვევებს და შესაბამისად, მათი მოშინაურება და გაწვრთნაც ძალიან საინტერესო პროცესია.

6. ხშირად არიან ხელოვანების მუზა

განუმეორებელი სილამაზის გამო ცხენები საუკუნეების მანძილზე იყვნენ ხელოვანი ადამიანების შემოქმედებაში ინსპირაციის მთავარი წყარო.

ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა დღესაც — ცხენებს ხშირად ვხედავთ ფილმებში, ანიმაციურ სერიალებში, რეკლამებში, ნახატებსა და ფოტოსერიებშიც კი.

7. ბუნებამ ისინი მტკიცე ხასიათით დააჯილდოვა

მტკიცე ხასიათი საშუალებას აძლევთ, რომ მსოფლიოს ერთი ბოლოდან, მეორემდე დაუფიქრებლად იმოგზაურონ ჩვენთან ერთად და არასდროს დაგვტოვონ გასაჭირში მარტო.

8. თუ ცხენთან მეგობრობ, ბუნებასთანაც მეგობრობ

ბუნებრივია, რომ ცხენებთან ურთიერთობა გვიბიძგებს, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ბუნებაში, რაც რელაქსაციის დამატებითი საშუალებაა.

9. თავისუფლებას გვაგრძნობინებენ

საკმარისია ერთხელ მაინც იჯირითოთ ცხენზე და დაუვიწყარი შეგრძნებები გარანტირებულია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ცხოველებთან ერთად განსაკუთრებულ თავისუფლებას შეიგრძნობთ.

10. საუკუნეების განმავლობაში ცხენი ადამიანის შეუცვლელი მეგობარი იყო

ცხენების სიყვარული ხომ უკვე გენეტიკაშიც კი გვაქვს? ეს იმიტომ, რომ ცხოველი საუკუნეების მანძილზე ჩვენი შეუცვლელი მეგზური და მეგობარი იყო.