27 წლის ფრანგმა მზარეულმა ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge ავრცელებს.

გოთიე ჰენმის ნამუშევრის ყიდვა ამაზონზე შეგიძლიათ. ონლაინ ვერსია 5 დოლარი ღირს, ხოლო წიგნის სახით — $12.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამენოვანი, ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო გამოსცეს. აქამდე ძირითადად ორენოვანი ქართულ-ინგლისური და მეგრულ-ინგლისური სასაუბროები გვხვდებოდა.

გამოცემა ასევე წერს, რომ სამომავლოდ მზარეული ქართული ენის შესახებ ფრანგულად წიგნის გამოცემასაც გეგმავს.