უკრაინულ სახელმძღვანელოში კიანუ რივზის მიმი ისტორიულ ფოტოდ გამოიყენეს
სკოლაში ისტორიის შესწავლისას მრავალი უცნაური ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ მიგვიღია ინფორმაცია, თუმცა მათ შორის, წესით, არცერთი არ იყო ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობთან, კიანუ რივზთან კავშირში.
აი, იმავეს თქმა კი ნამდვილად გაუჭირდებათ უკრაინელ მოსწავლეებს.
უკრაინული სკოლებისთვის შექმნილ მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში პირველსა და მეორე მსოფლიო ომის შუალედისას ამერიკაში არსებული მდგომარეობის საილუსტრაციოდ სურდათ, რომ მეოცე საუკუნეში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო — სადილი ცათამბჯენზე გამოეყენებინათ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისტორიის წიგნისთვის შეცდომით ფოტოს ის ვერსია გამოიყენეს, რომელშიც ფოტოშოპის საშუალებით ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი, კიანუ რივზი მეთორმეტე მუშადაა ჩამატებული.
დიახ, 1932 წელს გადაღებულ ფოტოში კიანუ რივზი დანარჩენ მუშებთან ერთად შეექცევა სადილს.
კიანუ რივზის ორიგინალი ფოტო 2010 წელსაა გადაღებული: John Wick-ისა და Matrix-ის სახელგანთქმული მსახიობი პარკში მარტო ჭამს სენდვიჩს. ეს ფოტო ინტერნეტში მალევე გავირუსდა სევდიანი კიანუს სახელით.
ამ ფაქტთან დაკავშირებით Kyiv Post-ი სახელმძღვანელოს უკრაინულ გამომცემლობა Orion-ს დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ წიგნში ფოტო შეცდომით მოხვდა.
ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა წიგნის ავტორმა, იგორ შუპაკმაც, ოღონდ მისი თქმით, მან ეს ფოტო განზრახ გამოიყენა: მას სურდა, რომ ამ გზით მოსწავლეების დაკვირვებულობა შეემოწმებინა.
თუმცა 55 წლის კიანუ რივზი თავისი მუდმივი ახალგაზრდული გარეგნობითა და უბერებელი მომხიბვლელობით დღემდე ისე გვაოცებს, რომ ვინ იცის, იქნებ, 1932 წელს იმ 11 მუშასთან ერთად ნამდვილად მიირთმევდა სადილს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები