მოგზაურობის დაგეგმვამდე იმ ადგილების ფოტოების თვალიერება, რომლებიც უნდა ვინახულოთ, ერთგვარი რიტუალივითაა — წინასწარ ვიქმნით განწყობას და მოუთმენლობით ვივსებით. უცნობი ადგილების ნახვა, კულტურის გაცნობა და ადგილობრივებთან შეხვედრა ხომ ახალ-ახალი გამოცდილებებით გვამდიდრებს.

ზოგი მოგზაური ქვეყნებს ღირსშესანიშნაობების გამო ირჩევს — საუკუნოვანი ძეგლები თუ შენობები შთამაგონებელ და განსაკუთრებულ ისტორიებს იტევენ, რომელიც ჩვენს თვალწინ ცოცხლდება.

წინასწარ ვერასდროს ვიტყვით, დღის რომელ მონაკვეთში ვნახავთ ამა თუ იმ ქალაქს. ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა რიჩარდ სილვერმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ცნობილი ქალაქები და შენობები გადაეღო. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ის ამ ყველაფერს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა და საბოლოოდ "დროში მოგზაურის" ფოტოები შემოგვთავაზა.

"ფოტოსერიის დაჭრილი დროის მიღმა ჩემი იდეა იყო მზის ჩასვლიდან — დაღამებამდე ცნობილი შენობების გადაღება და შუქის ცვალებადობის ჩვენება. მარცხნიდან მარჯვნივ დაჭრილი სხვადასხვა დროის ფოტოები ერთ დღეს გვიჩვენებენ. თითო სურათი 36 "დაჭრილ" და გაერთიანებულ ფოტოს გვიჩვენებს. ფოტოსერიისთვის ახალი ადგილების მონახულებას კვლავ ვგეგმავ", — ამბობს ფოტოგრაფი.

ნახეთ ფოტოგრაფის შთამბეჭდავი ნამუშევრები:

ჩიტების ბუდე, პეკინის ეროვნული სტადიონი

ფოტო: Richard Silver

მილანის საკათედრო ტაძარი

ფოტო: Richard Silver

აჰუ ტონგარიკი — აღდგომის კუნძული ჩილეში

ფოტო: Richard Silver

უესტმინსტერის სასახლე — ლონდონი

ფოტო: Richard Silver

რომის კოლიზეუმი

ფოტო: Richard Silver

ბაგანი, მიანმარი

ფოტო: Richard Silver

სასტუმრო Marina Bay Sands, სინგაპური

ფოტო: Richard Silver

ტრიესტი, იტალია

ფოტო: Richard Silver

ბუდას ქანდაკება, ფუკეტი, ტაილანდი

ფოტო: Richard Silver

ვენეცია, იტალია

ფოტო: Richard Silver

აია-სოფია, სტამბოლი, თურქეთი

ფოტო: Richard Silver

Sule Pagoda, მიანმარი

ფოტო: Richard Silver

პუდუნი, შანხაი

ფოტო: Richard Silver

ინდოეთის კარიბჭე, მუმბაი

ფოტო: Richard Silver

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინები და იქირავოთ ავტომობილი.