პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დევნილები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც არიან სოფლის-მეურნეობით დაკავებული", — აღნიშნა გახარიამ.