2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც გახარია განმარტავს, ბაზრობაში 180-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და ის მილიარდ ადამიანს დაფარავს.

"მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს უფრო წარმატებული", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.