შეიძლება იმის შესაძლებლობაც კი გქონდეთ, რომ ათობით სტუდენტს მთლიანად გადაუხადოთ სწავლის წლიური გადასახადი, თუმცა დღეს არა რომელიმე ზრდასრულ ქველმოქმედზე, არამედ ერთ ამერიკელ ბავშვზე მოგიყვებით, რომელმაც თავისი სიკეთითა და მიზანდასახულობოთ ყველა განაცვიფრა.

საქმე ის არის, რომ კეონი ჩინგი სულ რაღაც 8 წლისაა, თუმცა, მან მოახერხა და თანასკოლელების ვალები სკოლის კაფეტერიაში მარტომ გაისტუმრა.

ბავშვი მიზნის მისაღწევად ბრელოკებს ამზადებდა და 5 დოლარად ყიდდა.

ხელნაკეთი ბრელოკების გაყიდვით კეონმა ჯამში 4 015 დოლარი მოაგროვა და თანაკლასელებისა და რამდენიმე სხვა ბავშვის დავალიანება სრულად დაფარა — ბიჭს ამ ჟესტით სურდა, რომ სხვებისთვის სიკეთის განსაკუთრებული მაგალითი ეჩვენებინა.

პატარა ბიჭისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო სან-ფრანცისკოელი სპორტსმენი იყო, რომელმაც ერთ-ერთ შეჯიბრში მოგებული საპრიზო თანხა სტუდენტებს დაურიგა. ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია.

აღსანიშნავია, რომ კეონს ოჯახისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან მას ბრელოკების დამზადებაში არამხოლოდ მშობლები, არამედ ბებია და ბაბუაც ეხმარებოდნენ.