გარდა იმისა, რომ ინტერნეტში უამრავი სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ, მის ყველაზე იდუმალ ნაწილში ამოუცნობი კონტენტიც იმალება.

დამალვის რა მოგახსენოთ და ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს გიჩვენებთ, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს თავსატეხად იქცა.

საყვარელი ძაღლი თუ დემონური არსება? — ესაა კითხვა, რომელზეც ცალსახა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

"იქამდე, სანამ ყველაფერს გავაცნობიერებდი, თავი ამტკივდა", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი და ამ უცნაურ ფოტოს ჩვენც გვიჩვენებს:

ადამიანების ნაწილი ფოტოზე შემაძრწუნებელ გოჭს ხედავს, ნაწილი ფიქრობს, რომ საქმე დემონურ არსებასთან გვაქვს. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც შედარებით ადეკვატური შეფასება აქვთ.

თქვენი აზრით რა არის გამოსახული ამ ფოტოზე?