როგორც უკვე იცით, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მაღალი რანგის სამეფო სტატუსი დათმეს, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ და საკუთარ ცხოვრებაზე უკეთ იზრუნონ.

ამ პერიოდში ისინი დიდი ბრიტანეთიდან კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რაც მომღერალ მადონას არც ისე კარგი იდეა ჰგონია.

პოპ დივამ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ნიუ-იორკში, ცენტრალ-პარკთან მდებარე ბინა შესთავაზა. მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: "არ უნდათ მეგანს და ჰარის ჩემი ნიუ-იორკის ბინა იჯარით გადავცე?"

მადონა ვიდეოში სტილისტთან ერთად განიხილავს, რატომ არის ნიუ-იორკი კანადაზე უკეთესი ადგილი.

"არ გაიქცეთ კანადაში, მოსაწყენი ადგილია", — ამბობს ის და შემდეგ თავისი ბინის აღწერას იწყებს: — "ორი საძინებელი აქვს, მანჰეტენის საუკეთესო ხედი, საოცარი აივანი..."

ჰარი და მარკლი აპირებენ, რომ დრო ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაანაწილონ. მეგანი კანადაში წარსულში შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც სერიალ Suits-ში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.