პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გათვლებით, არჩევნებში ქართულ ოცნებას ყოველი მეორე ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, პარტიის შიდა კვლევები იმის წინაპირობას იძლევა, რომ მმართველი პარტია 2016 წლის შედეგს გაიმეორებს.

"ჩვენი პროგრამა მინიმუმია, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცეს ხმა. დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე", — განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამავე დროს, ქართული ოცნება მათ შეცვლილ საარჩევნო სისტემას სთავაზობს, რომ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციულად აირჩიონ, ხოლო 50 — მაჟორიტარულად. აღნიშნულ შემოთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება და ითხოვს, რომ მათ მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი მიიღონ.