აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 თებერვალს წარმომადგენლობითი პალატის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. 80-წუთიან გამოსვლაში ტრამპმა "დიდებული ამერიკის დაბრუნებაზე" ისაუბრა. მისი გამოსვლის ბოლოს წარმომადგენლობით პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის ასლი პირდაპირ ეთერში დახია.

დაწყების წინ დონალდ ტრამპმა გამოსვლის ტექსტის ასლი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ნენსი პელოსის დაურიგა. პელოსიმ მას ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა მას ხელი არ ჩამოართვა. სხდომის დატოვების შემდეგ პელოსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექსტის დახევა "კეთილშობილური ჟესტი" იყო.

ტრამპის გამოსვლა დაძაბული იყო იმის ფონზეც, რომ დეკემბერში კონგრესის ქვედა პალატამ, რომლის უმრავლესობაც დემოკრატებს უჭირავთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს.

წინა წლის მსგავსად, დემოკრატი კონგრესმენი ქალები პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე თეთრი ფერის სამოსით მივიდნენ. მათ თეთრი ფერი იმ სუფრაჟისტი ქალების მხარდასაჭერად ჩაიცვეს, რომელთაც 100 წლის წინ ამერიკელი ქალებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს.

ზოგიერთმა ლიბერალმა დემოკრატმა, მაგალითად, ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა და მაქსინ უოტერსმა ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს და მის მიმართვას არ დაესწრნენ.

ფოტო: Joshua Roberts / Reuters