ნიუ-იორკში მდებარე კომპანია, MetroNaps-მა საგანგებოდ შექმნა კაფსულები, რომლებიც სამუშაოთი გადაღლილი ადამიანებისთვის არის ზედგამოჭრილი.

ინგლისის საავადმყოფოებში კი ექიმებს შესვენებაზე სწორედ ამ კაფსულებში შეუძლიათ მოთავსდნენ და მთელი დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აინაზღაურონ.

ფოტო: Fabio de Paola / The Guardian

იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ინგლისში მიხვდნენ, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში პაციენტების მზარდი რაოდენობა პერსონალის ზედმეტად გადაღლასა და მათი პროდუქტიულობის დაქვეითებას იწვევდა.

პირველი დაწესებულება, სადაც MetroNaps-ის კაფსულა გამოჩნდა (2018 წელს) The Royal Wolverhampton NHS Trust იყო, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურის ეფექიანობაში მალევე დარწმუნდნენ.

ფოტო: MetroNaps

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიის ამ ინოვაციური პროდუქტით უკვე ინგლისის სხვა საავადმყოფოებიც აღიჭურვა.

"უამრავი თანამშრომელი წავიდა სამსახურიდან, რადგან გადატვირთულ გრაფიკს ვერ უძლებდნენ. ხშირად მათ მცირე შანსიც არ ჰქონდათ, რომ შესაბამისად დაესვენათ", — ამბობს პროფესორი სტივი ფილდი.

საავადმყოფოს ბიუჯეტიდან სულ 17 ათასი ევრო დაიხარჯა, რათა თითოეულ განყოფილებას საკუთარი კაფსულა ჰქონოდა.

პროფესორი იმასაც განმარტავს, რომ ენერგიით სავსე პერსონალი გაცილებით პროდუქტიულია და უფრო ეფექტური სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისას.

კაფსულა რბილი ზედაპირით, კომფორტული სახელურებითა და მოძრავი სახურავით არის აღჭურვილი, რომელიც სურვილის შემთხვევაში გარე სამყაროსაგან თითქმის სრულ იზოლირებას უზრუნველყოფს.