სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი რეჟისორი, ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1957 წელს ბათუმში დაბადებული ეს ქართველი ხელოვანი რეჟისორია ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა დრო (1981), მიზერერე (1996), სოლომონი (2015) და ნამე (2017). მათ შორის ეს უკანასკნელი კინოსურათი მრავალი კრიტიკოსისა და მაყურებლის მიერ თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეჟისორი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, მწუხარება გამოთქვა ზაზა ხალვაშის გარდაცვალების გამო და მიუსამძიმრა მის ოჯახს.