სუპერმარკეტი სპარის თანამშრომელს მომხმარებელმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ტრანსგენდერმა ქალმა მათ 2020 წლის იანვარში მიმართა. დაზარალებულის თქმით, სამუშაო საათებში მას უცნობმა კაცმა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თანასწორობის მოძრაობის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ტრანსგენდერ ქალს სამსახურის დატოვება მოუწია, რადგან სუპერმარკეტ სპარში არ არსებობს მსგავსი შემთხვევებისგან დაცვის მექანიზმი.