გიორგი მგელაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმსარულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან On.ge-ს უთხრა, ის სამუშაოდ რადიო თავისუფლებაში გადადის, სადაც ჟურნალისტური გამოძიებები უნდა გააკეთოს. აღნიშნულ თანამდებობას ის 2 მარტიდან აღარ დაიკავებს.

ქარტიის აღმსარულებელი დირექტორის თანამდებობა მგელაძემ სამი თვის წინ, 2019 წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე ის სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი იყო. პარალელურად ის, ქარტიის საბჭოს წევრობასა და თავმჯდომარეობას ითავსებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა.