ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე ხანძარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი ბავშვი და ერთი ქალი.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს კი 5 ადამიანი დახვდათ გარდაცვლილი. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.