კორეელებმა კარგად იციან, რომ სამუშაო საათებში მათ შინაურ ცხოველებს ზრუნვა სჭირდებათ.

სამხრეთ კორეაში საგანგებოდ შექმნილი ძალების დღის ცენტრიც კი არსებობს, სადაც ცხოველებს საშუალება აქვთ ჭამონ, ითამაშონ და მეტიც, შუადღეს ტკბილად დაიძინონ ერთად.

ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ძაღლი ატაროს, რომელიც 3 თვის ან უფრო დიდია.

მართალია, დაუჯერებლია, რომ ამდენი ძაღლი ოთახის ცენტრში მისთვის გამოყოფილ ფუმფულა ლოგინზე დასაძინებლად წვება და ეს ფოტოებიც მანიპულაციის შედეგი შეიძლება გეგონოთ, თუმცა, საბედნიეროდ, ამავე ცენტრის ინსტაგრამზე ეს სახალისო ვიდეოც დევს:

თქვენს ძაღლს ატარებდით მსგავს დღის ცენტრში?