ბილ მიურეი შემთხვევით ისევ Groundhog Day-ში აღმოჩნდა — Super Bowl-ზე გამოსულ ახალ რეკლამაში საკულტო ფილმის გმირი კვლავ ორ თებერვალშია გაჭედილი, თუმცა ახლა არც ისეთი სასოწარკვეთილია.

ამის მიზეზი კი Jeep-ია, რომელსაც რეკლამა ეკუთვნის. მიურეის გმირი ფილი კვლავ რადიოს ცნობილი ხმა აღვიძებს, კვლავ სასტუმროს ნომერში და კვლავ დილის 6 საათზე.

გარეთ გამოსულ ფილს მომაბეზრებელი ნაცნობი ხვდება, თუმცა მისი შფოთვა უკვალოდ ქრება, როდესაც ძველი მანქანის ნაცვლად ახალთახალ ჯიპს გადააწყდება.

ზაზუნას დღეს მოულოდნელად სახალისო და საინტერესო ხდება. თავად ნახეთ: