ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი და ცნობილი კინომაგნატი და პროდიუსერი ჯონ პეტერსი ქორწინებიდან 12 დღეში დაშორდნენ. წყვილმა 20 იანვარს მალიბუში დახურული ქორწილი გადაიხადა. როგორც აღმოჩნდა, მათ ოფიციალურად ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.

"შთამბეჭდავი იყო ის თბილი გამოხმაურებები, რომლებიც ჩემი და ჯონის ქორწინებას მოჰყვა. ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერის, თუმცა დროებით ცალ-ცალკე ვაპირებთ ცხოვრებას, იმისთვის რომ გავერკვეთ, რა გვსურს ცხოვრებაში და ერთმანეთისგან. ცხოვრება მოგზაურობაა და სიყვარული — პროცესი. ამ სიმართლის გააზრებით ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა ქორწინების ფორმალური მხარე. მადლობას გიხდით ჩვენი პირადი სივრცის დაცვისთვის", — უთხრა ანდერსონმა The Hollywood Reporter-ს.

პამელა და ჯონი ერთმანეთს 30 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და ისინი წარსულში რამდენჯერმე იყვნენ ქორწინებაში სხვადასხვა პარტნიორებთან. პეტერსი ოსკაროსანი ფილმის, A Star Is Born ერთ-ერთი პროდიუსერია.