სომალიში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გადამფრენი კალიების უპრეცედენტო შემოსევა გახდა, რომელიც ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მეურნეობას ანადგურებს.

ქვეყნის სოფლის-მეურნეობის მინისტრის თქმით, გადამფრენი კალიები "ქვეყანაში საკვების რესურსს დიდ საფრთხეს უქმნიან".

ბევრი შიშობს, რომ კალიების უკონტროლო შემოსევა აპრილამდე გაგრძელდება. რაც საგანგაშოა იმიტომ, რომ ქვეყანაში მოსავლის აღება ძირითადად სწორედ აპრილში იწყება.

გადამფრენი კალიების შემოსევა გავრცელდა ეთიოპიაზეც. გაეროს განცხადებით, ამხელა შემოსევა ეთიოპიაში და სომალიში 25 წელია არ ყოფილა.

გაეროს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადების მიხედვით, გადამფრენი კალიების პრობლემა კენიასაც შეეხო, სადაც შემოსევის ასეთი მასშტაბი უკანასკნელი 70 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.

ფოტო: EPA

როგორც ჩანს, გადამფრენი კალიების უპრეცედენტო რაოდენობა ხშირმა წვიმებმა განაპირობა. ნალექიანი ადგილები ამ მწერების გამრავლებისთვის იდეალურია.

დეკემბერში გადამფრენმა კალიებმა საფრთხე სამგზავრო თვითმფრინავსაც შეუქმნეს, ისინი ძრავებში ხვდებოდნენ და თვითმფრინავის კორპუსს ეჯახებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, თვითმფრინავმა დაშვება უსაფრთხოდ მოახერხა.

ამ კონკრეტული სახეობის კალიებს ფრენის საოცარი უნარი აქვთ და მათ დღეში დაახლოებით 150 კილომეტრის დაფარვაც შეუძლიათ.