მოსამართლე გიორგი არევაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე არ აიცილა
თიბისის საქმეზე მიმდინარე არსებით განხილვისას დაცვის მხარემ მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. დღეს, 3 თებერვლის სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ არ არსებობს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
"ქართული სასამართლოს, თითქმის 30-წლიან ისტორიაში, არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსგავსი ფორსირებული პროცესები არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე დამნაშავეები ამ 30 წლის განმავლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული არ არის, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული დრო საქმის დასამთავრებლად", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და მოსამართლეს დაუსვა კითხვა, თუ რატომ ჩქარობს მოსამართლე და უკავშირდება თუ არა ეს არჩევნებსა და პარტია ლელოს.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სხდომის გადადებაც ითხოვა, თუმცა მოსამართლე არევაძემ არც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კორძაძის თქმით, პროკურატურა მათივე განცხადების საფუძველზე სწავლობს, შეხვდა თუ არა მოსამართლე პრემიერ გიორგი გახარიას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.
მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავდა ნიკა გვარამიას საქმესაც, თუმცა 10 იანვრის სხდომაზე მან ეს საქმე აიცილა. გვარამიას თქმით, მოსამართლე არევაძე იანვარში ბევრ პროცესს ნიშნავდა, რაც მისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია:
"ეს კაცი ამ პროცესის ორ-სამ თვეში მორჩენას აპირებს, გასაგებია რითი. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მოსამართლე. ეს არის მოსამართლე, რომელიც იხილავს თიბისის საქმეს. და ჩემი სახელით და მამუკა ხაზარაძის და დანარჩენი ადამიანების, ვის ციხეში ჩასმასაც აპირებს, რომ ციხეში მოხვდება ის, გიორგი არევაძე და ხელიხელჩაკიდებული ჩაჯდება კამერაში იმ პროკურორთან ერთად, რომელიც აქ ზის და თიბისის საქმეზე უზის საპროკურორო სკამზე", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები