7 ნიშანი, რომლითაც მიხვდებით, რომ ჰარუკი მურაკამის წიგნს კითხულობთ
"მე რეალისტი ადამიანი ვარ, პრაქტიკული, მაგრამ როცა რაიმეს ვწერ, საკუთარ თავში ყველაზე უცნაურ, დამალულ ადგილას მივდივარ", - ამბობს ჰარუკი მურაკამი. მის წიგნებში მწერლის ეს ორივე მხარე თანაარსებობს: ერთი მხრივ, მურაკამი ისე აღწერს გარემოს, რომ კითხვისას შეგიძლია, ყავის სუნიც კი შეიგრძნო, მეორე მხრივ კი, მის წიგნებში ყველაზე დაუჯერებელი, სიურრეალისტური ამბები ვითარდება.
პარადოქსულობა რომ გვერდზე გადავდოთ, იაპონელი ავტორი იმ მწერლებს მიეკუთვნება, რომელთაც წერის მკვეთრად უნიკალური სტილი აქვთ. თუ მურაკამის წიგნს ყდის გარეშე მოგიტანენ, რამდენ ხანში მიხვდებით, რომ სწორედ მის რომანს კითხულობთ? სავარაუდოდ, ძალიან მალე.
აი, ის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ჰარუკი მურაკამის სტილის ამოცნობა მარტივად შეიძლება:
1. კატები
მურაკამის რომანში გარანტირებულად ჩნდება კატა, რომელიც მხოლოდ კატა არაა. ის პროტაგონისტის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და მას ქმედებისაკენ უბიძგებს.
ნაწყვეტი მოსამართი ჩიტის ქრონიკებიდან ამის შესანიშნავი მაგალითია:
"იმაზე დაკვირვება, როგორ ეძინა ჩემს კალთაში ამ ნაზ, პატარა ცოცხალ არსებას, თბილი ტალღებით მავსებდა. ხელი მკერდზე დავადე და ვიგრძენი, როგორ უცემდა გული. პულსი სუსტი და სწრაფი იყო, მაგრამ პატარა სხეულში მოთავსებული მისი გული ისეთივე მონდომებით ითვლიდა დროს, როგორც - ჩემი".
2. მუსიკა
მურაკამი მელომანია და ეს მის ყველა წიგნში ჩანს. მისი პერსონაჟები უსმენენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, ბობ დილანს... მისი საუკეთესო წიგნი, ნორვეგიული ტყე კი სულაც Beatles-ის ერთ-ერთი სიმღერითაა ინსპირირებული.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ჰარუკი მურაკამის რომანებში ნახსენები 96 სიმღერისგან შემდგარი ფლეილისტი.
3. საჭმელი: უფრო ხშირად, სპაგეტი
მურაკამის წიგნებში საჭმლის მომზადებისა და ჭამის პროცესი გულისგამაწვრილებლად დეტალურად არის აღწერილი. მურაკამის პერსონაჟები ხშირად ნერვიულობის დროს ამზადებენ კერძებს, ან მაშინ, როცა მნიშვნელოვან ზარს ელიან.
4. ამოუცნობი ქალები
მის რომანებში ქალები ემოციებს ფრაგმენტულად გამოხატავენ და სხვებმა არასდროს იციან, რაზე ფიქრობენ ისინი. მათი გრძნობების ამოცნობის მცდელობას კაცი პერსონაჟები შეშლილობის ზღვარამდე მიჰყავს.
5. ემოციებისგან დაცლილი სექსი
მურაკამის რომანებში სექსი, როგორც წესი, ემოციებისგან დაცლილია. კაცებს სექსი მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების გამო აქვთ: ხშირად - უფროს ან დაქორწინებულ ქალებთან, რომლებიც ბევრ კითხვას არ სვამენ და მთავარი გმირის აზრების დინებაში არ იჭრებიან.
სიყვარული სექსისგან მკვეთრადაა გამიჯნული.
6. მეგობრები ან არ არსებობენ, ან იკარგებიან
მურაკამის პერსონაჟები მარტო ხვდებიან და უმკლავდებიან განსაცდელს. მათ იშვიათად აქვთ მეგობრების იმედი. თუ გმირს მაინც ჰყავს მეგობარი, ის, როგორც წესი, მისიგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია.
7. საცხოვრებელი ადგილის დატოვება გარდაუვალია
მურაკამის წიგნებში მთავარი გმირი რაღაცის ან ვიღაცის საძიებლად ტოვებს საკუთარ სახლსა და ქალაქს, მერე კი სასტუმროებსა და მოტელებში ათენებს ღამეებს. როგორც წესი, ის, რასაც გმირი ეძებს, სახლთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დანიშნულების წერტილთან. რასაც არ უნდა აკეთებდეს პროტაგონისტი, მას მუდამ თან სდევს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ვერ ამოხსნა, რაღაც ვერ გაარკვია. კათარზისი ყოველთვის ახლოსაა, მაგრამ არასდროს ხდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები