განახლება: ხობში დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ დაშავებულს მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა და ოპერაციისას დაიღუპა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესი წერს, რომ იგი, სავარაუდოდ, ნათესავმა დანით დაჭრა. ამავე გამოცემასთან მერის წარმომადგენელმა, მარინე ლაგვილავამ თქვა, რომ კაცი მეზობლის სახლში გადავიდა, სადაც დაზიანება მიაყენა ქალს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.