რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშზე საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 41:13. მატჩი დღეს, პირველ თებერვალს დინამო არენაზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველ ტაიმშიც დაამარცხა ანგარიშით 8:6.

რუმინეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ლევან მაისაშვილისთვის პირველი იყო. პირველი თებერვლის გამარჯვებით საქართველო ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა. ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის, 2002 წლის შემდეგ თამაშდება. ამ თამაშამდე თასი ბორჯღალოსნებმა 12 ჯერ ხოლო რუმინელებმა 6 ჯერ მოიგეს.