რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 200/210/215კგ დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ტალახაძემ აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255კგ-ით. გარდა ამისა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით მან კიდევ ერთი ოქრო დაიმსახურა.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია