მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული მაუწყებლობა BBC ყოველთვიურად ტოპ 10 ფილმის სიას აქვეყნებს, რომელთა ნახვასაც მკითხველებს განსაკუთრებულად ურჩევს. სულ ცოტა ხნის წინ თებერვლის ფავორიტი ფილმების ათეულიც გამოქვეყნდა, სადაც წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ მოხვდა.

სტატიაში ფილმის აღწერისას ნახსენებია, რომ მის პრემიერას საქართველოში ვნებათაღელვა მოჰყვა: რადიკალურად მემარჯვენე ჯგუფებმა კინოთეატრის პიკეტირება და კინოჩვენებების ჩაშლა სცადეს.

BBC-ის თებერვალში სანახავი ფავორიტი ფილმების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • The Invisible Man — რეჟისორი ლი უონელი.
  • True History of the Kelly Gang — რეჟისორი ჯასტინ კურზელი.
  • Birds of Prey — რეჟისორი ქეითი იანი.
  • The Call of the Wild — რეჟისორი კრის სანდერსი.
  • Emma — რეჟისორი ოთამ დი უაილდი.
  • And Then We Danced — რეჟისორი ლევან აკინი.
  • The Photograph — რეჟისორი სტელა მეგი.
  • Saint Frances — რეჟისორი ალექს თომპსონი.
  • Sonic The Hedgehog — რეჟისორი ჯეფ ფოულერი.
  • Wendy — რეჟისორი ბენ ზაიტლინი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლევან აკინის სასიყვარულო დრამამ კინოკრიტიკოსების დაინტერესება და დიდი მოწონება დაიმსახურა: ფილმს მანამდე არაერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა, მათ შორის ის ჩიკაგოს ფესტივალის, სარაევოს კინოფესტივალისა და შვედეთის კინოდაჯილდოების, Guldbagge Awards-ის გამარჯვებული გახდა.