ფა მულანის სიმამაცემ და გამბედაობამ მაყურებლები ჯერ კიდევ 1998 წელს მოხიბლა — მამის გადასარჩენად გოგონა უზარმაზარ რისკზე მიდის და ომის ქარცეცხლში ამოყოფს თავს, სადაც ისარი თუ არა, ის ფაქტი მაინც მოკლავს, რომ გოგოა.

მართალია ანიმაცია სერიოზულ თემებს ეხება, მაგრამ კომიკური მომენტიც ძალიან ბევრია — მაგალითად მუშუ ყოველთვის ახერებს მაყურებლის გახალისებას. მულანი დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმის ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

გარდა ამისა, ანიმაციაში ბევრი ესთეტიკური მომენტია რომლის ყურებაც არა მარტო პერფექციონისტებს, არამედ ჩვენც ძალიან გვსიამოვნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ 2020 წლის ფილმიც არ გაგვიცრუებს იმედებს.

ჰმ, იდეალური სიუჟეტი, ანიმაცია და გმირი, მეტი რა გინდა რომ ინატრო?

1. ერთი პატარა ბრინჯის მარცვალი მედგრად დგას მტრის წინააღმდეგ

ფოტო: Disney

2. არ ვიცით მულანი რა შამპუნით იბანს თავს, მაგრამ იქნებ გაგვიმხილოს?

ფოტო: Disney

3. პომადის წასმის ასეთი ნიჭი ნეტა ყველას გვქონდეს

ფოტო: Disney

4. ჰმ, რა მარტივად და ერთი ხელის მოძრაობით წაისვა ლაინერი, თითქოს ეს მართლა ასეთი ადვილი იყოს

ფოტო: Disney

5. გრიმში ბოლო დეტალი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ფოტო: Disney

6. რამდენი საათი იფიქრეს ანიმატორებმა რომ ასეთი ლამაზი ფერები შეერჩიათ?

ფოტო: Disney

7. მართალია ჩაი დააქცია, მაგრამ ეგ გუბეც კი ძალიან ლამაზია

ფოტო: Disney

8. დღემდე გვშურს მულანის მაკიაჟის მოშორების ნიჭის

ფოტო: Disney

9. რატომ უნდა შეიჭრა თმა სტილისტთან, როდესაც ხმალი ამას ხუთ წამში იდეალურად გააკეთებს?

ფოტო: Disney

10. არადა თმის შეჭრის შემდეგ, ძირს დაყრილი თმა ყოველთვის ერთი დიდი ნაგავია ხოლმე

ფოტო: Disney

11. მგონი დისნეიში მარტო პერფექციონისტები მუშაობენ

ფოტო: Disney

12. სანამ ფოტოშოპს გამოიგონებდნენ

ფოტო: Disney

13. არ ვიცით რა უფრო იდეალურია, წყლის ქორეოგრაფია თუ იქვე წამოსკუპებული პატარა ბაყაყი

ფოტო: Disney

14. შეხედეთ, რა სინქრონია

ფოტო: Disney

15. თოვლის ქორეოგრაფია კი კარგია, მაგრამ ის ფაქტი არ დავივიწყოთ რომ მულანის მტრები ერთი მეორეს მიყოლებით ნადგურდებიან

ფოტო: Disney

16. მულანი ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციაა, რადგან გვასწავლის, რომ ყვავილი რომელიც რთულ პირობებში მაინც ახერხებს აყვავილებას, ყველაზე ლამაზია

ფოტო: Disney