თუ რაიმე განსხვავებული საქმიანობით გინდათ რომ დაკავდეთ და ჩახუტებაც გიყვართ, მაშინ, ეს ვაკანსია, რომელზეც ახლა მოგიყვებით, თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

საქმე ის არის, რომ აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში, ერთ-ერთი ფერმა, სადაც 100-ზე მეტი გოჭი ცხოვრობს, მათთან ჩამხუტებლის პოზიციაზე ეძებს კადრს.

უჩვეულო ვაკანსიის შესახებ ამავე ფერმის ფეისბუქის პოსტიდან გავიგეთ, სადაც წერენ, რომ იძებნება გოჭებთან ჩამხუტებელი, რეგისტრაციის გავლა კი საგანგებოდ შექმნილ გვერდზეა შესაძლებელი.

გაგიკვირდებათ და პოსტს ასობით ადამიანი გამოეხმაურა და გოჭებთან მუშაობის, ან თუნდაც, მათთან ერთი დღის გატარების სურვილი ფეისბუქის არაერთმა მომხმარებელმა გამოთქვა.