როდესაც ცხოველების აყვანაზეა საუბარი, პირველ რიგში ყველას თავშესაფარი ახსენდება, მაგრამ, კანადაში მაცხოვრებლებს სხვა ალტერნატივაც აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი თავშესაფარი წიგნის მაღაზიასთან თანამშრომლობს მიტოვებული ცხოველების გასაჩუქებლად.

Otis & Clementine’s Books and Coffee კანადაში მდებარე წიგნების პატარა მაღაზიაა. მკითხველებმა წიგნის კითხვისა და ყავის სმის დროს შესაძლოა რაღაც უცნაური შენიშნონ. უნდა ვთქვათ, რომ ეს უცნაურობა სინამდვილეში ძალიან საყვარელია და ხშირად წიგნებს შორის ძინავს ხოლმე.

მაღაზია სავსეა პატარა მოთამაშე კნუტებით! გაჩუქებული ბეწვის გორგლის რაოდენობა უკვე ოცდაათს აღწევს, ასე რომ მსურველებს ურჩევნიათ იჩქარონ. ხშირად კატები თვალისდახამხამებაში ქრებიან. მაგრამ, კნუტების წაყვანა არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შვილად აყვანის საფასური 350 კანადური დოლარია და თუ მსურველს კარგი რეკომენდაცია არ აქვს, შეიძლება სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს.

ისურვებდით ასეთ მაღაზიას თბილისში?