ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის (ACT) ადგილობრივმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი დედაქალაქის შემოგარენთან მოახლოებული ხანძარია, რომელიც კანბერას სამხრეთით მძვინვარებს. ავსტრალიაში ხანძრის შედეგად უკვე 18 500 ჰექტარია დამწვარი.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელის, ენდრიუ ბარის თქმით, "ავსტრალიის დედაქალაქის შემოგარენს 2003 წლის ხანძრების შემდე ყველაზე ძლიერი ხანძარი ექმურება."

სიტუაციას ართულებს მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსი ცელსიუსით) და მძლავრი ქარი.

ენდრიუ ბარის თქმით, მოახლოებულ ხანძარზე რეაგირება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ავსტრალიის მთავრობა ადგილობრივებს ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.

მთავრობაში შიშობენ, რომ ხანძარი შეიძლება უკონტროლო გახდეს და კანბერას მოსახლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

დედაქალაქის სამხრეთით ხანძრის ყველაზე მძლავრი კერაა, რის გამოც, წინა კვირას კანბერას აეროპორტი დროებით დაიხურა.

ავსტრალიის ხანძრებმა ქვეყანაში არაერთ ტურისტი მიიზიდა. ენდრიუ ბარმა კი განაცხადა, რომ ავსტრალიის მთავრობა ამ ტიპის ტურიზმს არ მიესალმება.

სექტემბრიდან მოყოლებული, ავსტრალიის ხანძარმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, გაანადგურა ათასობით სახლი და დაიწვა 11 მილიონი ჰექტარი.